ავტორიზაცია
ციფრული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ხელვაჩაურში 200-მდე ადგილობრივი გადაამზადა
04 მარ. 2023
612 ნახვა
ციფრული მხარდაჭერის პროგრამა

კომუნიკაციების კომისიამ, ციფრული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ხელვაჩაურის სოფელ თხილნარისა და აჭარისწყლის 100-ზე მეტი ადგილობრივი ციფრულ წიგნიერებასა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებაში გადაამზადა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში პროგრამა 13 თებერვალს დაიწყო და ამ დროისთვის 200-მდე ადგილობრივი გადამზადდა.

მონაწილეებმა სპეციალისტების დახმარებით ინფორმაციის მოძიება, ელ-ფოსტის შექმნა და გამოყენება, გუგლის რუქითა და თარჯიმნით სარგებლობა, ადგილმდებარეობის გაზიარება და ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება ისწავლეს.

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად, ხორციელდება პროექტი Log-in Georgia, რომლის შემადგენელი ნაწილიც ციფრული მხარდაჭერის პროგრამაა. Log-in Georgia საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება