ავტორიზაცია
მედიაწიგნიერების როლი 21-ე საუკუნის სკოლებში
25 ოქტ. 2021
4190 ნახვა

მედიაწინგნიერების მეთოდების აუცილებლობის გაანალიზება ხშირად აკლია განათლების სისტემას და ყურადღების მიღმა რჩება ბევრი მშობლისა და მასწავლებლებისთვის. მასწავლებლებს უწევთ სხვადასხვა პრობლემებთან გამკლავება, როგორიცაა: არაწიგნიერი მოსწავლეები, ახალი საგანმანათლებლო ტექნოლოგიები, ნარკოტიკები, სიღარიბე, ეთნიკური უმცირესობების სწავლება და ძალადობაც კი.

რატომ უნდა დავამატოთ მედიაწიგნიერება კიდევ ერთ გამოწვევად? ისედაც ხომ კარგად ვუმკლავდებოდით 75 წლის მანძილზე რადიოს წიგნიერებას, 50 წლის მანძილზე ტელევიზიას და საუკუნეების მანძილზე ჟურნალებსა და გაზეთებს?

ამ კითხვებზე პასუხი შემდეგია: მედიაწიგნიერება აღარ არის საგანმანათლებლო პროცესიდან დამოუკიდებელი ფენომენი. თუ ჩვენ ვასწავლით მოსწავლეებს ისეთ ბაზისულ უნარებს, როგორიცაა კითხვა და არითმეტიკა, მშობლიური ენა, ისტორია და ა.შ., მაშინ რატომ არ უნდა ვასწავლოთ ასევე მედია, იმისთვის, რომ ისინი გახდნენ პროდუქტიული მოქალაქეები.

კომუნიკაციური ტექნოლოგიების ის სპექტრი, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხვდებით ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ის, რასაც ჩვენ გვასწავლიან სკოლაში. თუ სკოლებს მიზნად აქვთ, რომ მოამზადონ თავიანთი მოსწავლეების 21-ე საუკუნის იმ გამოწვევებისთვის, რომელსაც ისინი შეხვდებიან მათ უნდა გაითვალისწინონ სწორედ ეს ფართო სპექტრი.

ბევრი მოსწავლისთვის არსებობს კავშირი მედიის მოხმარებასა და ფუნქციურ არაწიგნიერებას შორის. ელექტრონული მასმედია კომუნიკაციას ანხორციელბს არა ბეჭდურად, არამედ იყენებს სურათებსა და ხმოვან შეტყობინებებს. ის საათები (საშუალოდ დღეში 6 საათი) არის ის საათები, როდესაც ადამიანები არ კითხულობენ და წერენ; მაგრამ სამაგიეროდ იღებენ უხვ ვიზუალურ და სმენით კომუკაციურ მესიჯებს. ამ ყველაფრის გამოყენება შესაძლებელია მოსწავლის მედიაწიგნიერების დონის ასამაღლებლად, თუ სწორად იქნა გამოყენებული ეს 6 საათი სკოლასა თუ სახლში.

მედია განათლება გახდა პრიორიტეტი ბოლო პერიოდში, რადგან ჩვენ დავინახეთ მისი მნიშვნელობა ყოველდღიურ ცხოვრებაში, ჩვენ დავინახეთ, რომ მედია არ არის მხოლოდ გართობის წყარო, არამედ ის წარმოადგენს იმ გამოცდილებას, რომელიც განსაზღვრავს ჩვენ ცხოვრებას. მედიაწიგნიერებას შეუძლია დაეხმაროს მოსწავლეებს სოციუმთან პოზიტიურ ინტერაქციაში.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებმა გააცნობიერონ თუ რამდენად დიდი როლი აქვს სასწავლო პროცესში მედიაწიგნიერების ჩართვას და მის განვითარებაზე ზრუნვას, რადგან მედიაცნობიერება გვეხმარება: 

  • ვასწავლოთ ის ტექნიკები, რომელსაც იყენებენ მარკეტინგისთვის, რათა მოახდინონ ზეგავლენა ახალგაზრდებზე, დაუწიონ მათ თვითშეფასება, წააქეზონ თამბაქოს, ალკოჰოლის მოხმარება და ნეგატიური ქცევები
  • განვსაზღვროთ სტერეოტიპები და ცრურწმენები, რათა მათ არ მოახდინონ ზეგავლენა ატიტუდებსა და ინტერპერსონალურ ურთიერთობაზე.
  • განათლების მიმართ პოზიტიური ატიტუდების ფასილიტაციაში
  • ვასწავლოთ ახალგაზრდებს თუ როგორ უნდა შეხედონ კრიტიკულად მედიაში გავრცელებულ ამბებსა და ინფორმაციას
  • ვაჩვენოთ თუ როგორ უნდა გამოიყენონ მოსწავლეებმა მედია, როგორც გრძელვადიანი სწავლის მეთოდი

რათქმაუნდა წერა-კითხვის სწავლა ისევ აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ ბეჭდური კომუნიკაცია გახდა ჩვენი სოციუმის მხოლოდ ერთ-ერთი შემადგენელი ფაქტორი. ფუნქციურმა წიგნიერებამ, რომელიც ასევე მოიცავს მედიაწიგნიერებასაც, შეიძლება ხელი შეუწყოს მაღალი თვითშეფასების ჩამოყალიბებასა და სხვადასხვა სფეროში მიღწევებს, ისევე, როგორც ნარკოტიკების, ალკოჰოლისა და თანბაქოს მოხმარების შემცირებას. 

თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი მოსწავლეები იყვნენ მზად იმ პრობლემებისთვის, რომელსაც ისინი ხვდებიან დღეს, ჩვენ უნდა მივცეთ მათ ის უნარები, რომელიც მათ სჭირდებათ. მედიაწიგნიერებას შეუძლია, რომ მათ დაეხმარონ ბევრი, როგორც პირადი ასევე სოციალური, პრობლემის მოგვარებაში.

წყარო: Center for Media Literacy