ავტორიზაცია
როგორ აღმოვაჩინოთ ყალბი ინფორმაცია?
25 ოქტ. 2021
3824 ნახვა

21-ე საუკუნეში საკმაოდ ხშირად ვხვდებით სოციალურ თუ ტრადიციულ მედიაშ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას. ჩვენი, როგორც მომხმარებლების, დანიშნულებაა შეგვეძლოს ყალბი და ნამდვილი ინფორმაციის ერთმანეთისგან გარჩევა.

იმისთვის, რომ შევძლოთ დავადგინოს ინფორმაციის სანდოობა უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:

დააკვირდით ინფორმაციის წყაროს - დააკვირდით ვებ გვერდს, მის მისიასა და საკონტაქტო ინფორმაციას;

დაინახეთ მთლიანი სურათი - სათაური შეიძლება ისე იყოს შედგენილი, რომ მიიქციოს თქვენი ყურადღება, ეცადეთ დაინახოთ, თუ სინამდვილეში რაზეა ისტორია;

შეამოწმეთ ვინ არის ავტორი - მოძებნეთ ავტორი, არის თუ არა ნამდვილი ან სანდო პიროვნება?

შეამოწმეთ სხვა წყაროები - მოძებნეთ სხვა წყაროებსაც უდევთ თუ არა იგივე ინფორმაცია;

​​​​​​​შეამოწმეთ თარიღი - ძველი ინფორმაციის თავიდან განთავსება არ ნიშნავს, რომ იგი შეესაბამება ამჟამინდელ ვითარებას

​​​​​​​დასვით კითხვა: ხუმრობა ხომ არ არის?უცნაური ისტორიის შემთხვევაში დარწმუნდით, რომ ეს ინფორმაცია არ არის ხუმრობა. მოძებნეთ ისტორიის ავტორი და ვებ გვერდი, რათა დარწმუნდეთ;

​​​​​​​გაითვალისწინეთ თქვენი ინტერესები - შესაძლოა თქვენმა ინტერესებმა და გატაცებებმა გავლენა მოახდინოს თქვენ მსჯელობაზე;

​​​​​​​ჰკითხეთ ექსპერტებს - ჰკითხეთ სხვადასხვა მიმართულების ექსპერტეპს ან შეამოწმეთ სხვადასხვა ვებ გვერდის მეშვეობით.