კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, წალენჯიხაში, განათლების რესურსცენტრსა და ჯვარის კოლეჯ „ლაკადაში“, ახალი ტრენინგ-მოდულებით სემინარები ჩაატარა. ტრენინგები თემებს „ინტერნეტი დასაქმებისთვის“ და „ხელოვნური ინტელექტის წიგნიერება“ მიეძღვნა და მონაწილეობა, X-XI კლასის მოსწავლეებმა, სტუდენტებმა და მასწავლებლებმა მიიღეს. ბენეფიციარები ტრენინგების ფარგლებში გადამზადდნენ ისეთ საკითხებში, როგორებიცაა: ხელოვნური ინტელექტის (AI) ინოვაციური ინსტრუმენტების გაცნობა და მათი ეფექტიანი გამოყენება, AI-ის ინტეგრირება პროფესიული განვითარებისა და დასაქმების პროცესში, AI როგორც პერსონალური ასისტენტი დასაქმების პროცესში, შესაძლო გამოწვევები და კიბერუსაფრთხოება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში.
კომუნიკაციების კომისიის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“ ახალი მოდულები 2026 წლიდან, საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის გამო დაემატა. აღნიშნული მოდულების სამიზნე აუდიტორია ადმინისტრაციის თანამშრომლები, პედაგოგები, სტუდენტები და უფროსკლასელები არიან. ახალი მოდულებით წალენჯიხაში 130-ზე მეტი მონაწილეა გადამზადებული.
მეტი ამ კატეგორიიდან

მედიაწიგნიერების სწავლების მსურველი მასწავლებლებისთვის ვებინარი „როგორ ვასწავლოთ მედიაწიგნიერება?“ გაიმართა
18 დღის წინ

ComCom-მა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ ვანში დაიწყო
30 დღის წინ

100-ზე მეტი ტრენინგი და 1600-ზე მეტი გადამზადებული ბენეფიციარი - ComCom-მა მარტვილში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ დაასრულა
43 დღის წინ

ComCom-მა ახალგაზრდობის სააგენტოს საზაფხულო ბანაკის სტუდენტებს ტრენინგი - „AI დასაქმებისთვის“ ჩაუტარა
51 დღის წინ



