კომუნიკაციების კომისიამ, ახალგაზრდებში სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან საჯარო ლექცია -“მედია გარემო და მედიის რეგულირება” გამართა.
შეხვედრას კომუნიკაციების კომისიის წევრი, ივანე მახარაძე გაუძღვა, რომელმაც სტუდენტებს საქართველოში არსებული მედია გარემოს შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ლექციის ფარგლებში, განხილული იყო თუ როგორია ქვეყნის მედიაპოლიტიკა, რა არის საჭირო ტელე და რადიო მაუწყებლობის დასაწყებად, რა მიმართულებებს არეგულირებს ქართული კანონმდებლობა, ასევე, რა გამოწვევების წინაშე დგას ქართული მედია და რა როლი აქვს კომუნიკაციების კომისიას მედიის განვითარებაში.
მედიისა და სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ ComCom-ის საჯარო ლექციები მომავალში საქართველოს სხვა უნივერსიტეტებშიც გაგრძელდება.
მეტი ამ კატეგორიიდან

ComCom-მა და ალტერბრიჯმა სტუდენტებისთვის მედიაწიგნიერებისა და ფსიქოლოგიის შესახებ კინოჩვენება გამართეს
2 დღის წინ

ComCom-მა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ მარტვილის მოსახლეობისთვის დაიწყო
9 დღის წინ

მედიაწიგნიერების ოლიმპიადის 10 საუკეთესო და გამარჯვებული ნამუშევრები
17 დღის წინ

ComCom-მა „მედიაწიგნიერების ოლიმპიადაში“ გამარჯვებული სკოლები მედიალაბორატორიით დააჯილდოვა
17 დღის წინ



