კომუნიკაციების კომისიის მედიალაბში, დამწყები და მომავალი სტარტაპერებისთვის სემინარი “Pitching101” ჩატარდა. სემინარს VRex Immersive-ის აღმასრულებელი დირექტორი და Neuropilot VR-ის თანადამფუძნებელი, ნიკოლოზ გოგოჭური გაუძღვა, რომელმაც მონაწილეებს სტარტაპის წარდგენის შესახებ, საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.
შეხვედრაზე ტრენერმა სტარტაპ იდეის მოკლე დროში წარდგენის ეფექტური მეთოდები და საუკეთესო მაგალითები, პრეზენტაციისას გასათვალისწინებელი რჩევები, ამბის თხრობის სტილი და სხვა საკვანძო საკითხები მიმოიხილა.
შეგახსენებთ, რომ სტარტაპერების მხარდაჭერის მიზნით, მედიალაბი უკვე მეხუთე წელია, მნიშვნელოვან ლექციებსა და სემინარებს სრულიად უფასოდ ატარებს.
მეტი ამ კატეგორიიდან

ComCom-მა გორის მუნიციპალიტეტში ციფრულ უნარებში 1000-ზე მეტი ადგილობრივი გადაამზადა
14 დღის წინ

ევროკავშირის KIDS Act: რას ნიშნავს ეს აქტი ბავშვების ონლაინ უსაფრთხოებისთვის
24 დღის წინ

ComCom-სა და UNICEF-ს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
39 დღის წინ

„გახდი მედიაწიგნიერების ტრენერი“ – ComCom-ი ახალ კონკურსს აცხადებს
49 დღის წინ



