კომუნიკაციების კომისიის მედიალაბმა, სტარტაპ იდეების კონკურსი “იდეადრომი” მეექვსედ დაიწყო. კონკურსის მიზანი ციფრული მედიის სფეროში არსებული სტარტაპერების აღმოჩენა და მათი იდეების დახვეწა, განვითარება და რეალობად ქცევის ხელშეწყობაა.
“იდეადრომის” ფარგლებში, შეირჩა 5 საუკეთესო სტარტაპ იდეის მქონე გუნდი, რომლებიც პროფესიონალ მენტორებთან ერთად, ერთი კვირის განმავლობაში, სტარტაპის განვითარებისთვის საჭირო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ისწავლიან, როგორიც იდეის ვალიდაცია, პროტოტიპირება, ბიზნესმოდელის შექმნა, გუნდის მართვა, სტარტაპისთვის საჭირო ფინანსური თუ იურიდიული საკითხების გადაჭრა და ინვესტორებისთვის იდეის წარდგენაა. ინტენსიური გადამზადების შემდეგ კი, გამოვლინდებიან გამარჯვებული გუნდები, რომელთა საპრიზო ფონდიც - 10 000 ლარს შეადგენს.
“იდეადრომი” უკვე 5-ჯერ, წარმატებით ჩატარდა და კონკურსის გამარჯვებულებმა საკუთარი პროდუქტის გატანა უკვე საერთაშორისო ბაზარზეც შეძლეს.
მეტი ამ კატეგორიიდან

ComCom-მა გორის მუნიციპალიტეტში ციფრულ უნარებში 1000-ზე მეტი ადგილობრივი გადაამზადა
14 დღის წინ

ევროკავშირის KIDS Act: რას ნიშნავს ეს აქტი ბავშვების ონლაინ უსაფრთხოებისთვის
24 დღის წინ

ComCom-სა და UNICEF-ს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა
39 დღის წინ

„გახდი მედიაწიგნიერების ტრენერი“ – ComCom-ი ახალ კონკურსს აცხადებს
49 დღის წინ



