კომუნიკაციების კომისიამ 150 მასწავლებელს სკოლებში მედიაწიგნიერების საჭიროებების კვლევისა და შეფასების პირველადი შედეგები წარუდგინა. აღნიშნულ კვლევაზე მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ანნა გვეტაძემ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე - „eTwinnig-ი გლობალური მოქალაქეობისთვის“ ისაუბრა. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების ინტეგრირების მიზნით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობით, ზოგადი განათლების საფეხურის მასწავლებლებისთვის მედიაწიგნიერების საგანმანათლებლო სტანდარტი, სახელმძღვანელო და შესაბამისი ტრენინგ-მოდული შემუშავდება. პროექტის ფარგლებში, შექმნილი ახალი რესურსების მიხედვით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენერები და პედაგოგები გადამზადდებიან.
შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდთან პარტნიორობით, ფორმალურ განათლებაში მედიაწიგნიერების დანერგვის ხელშეწყობის პროცესი დაიწყო. პროექტის პირველ ეტაპზე მედიაწიგნიერების საჭიროების კვლევა 70 სკოლაში ჩატარდა, გამოკითხვაში მონაწილეობა 500-მა მასწავლებელმა და 1500-მა მოსწავლემ მიიღო. მიღებული შედეგების საფუძველზე კი საგანმანათლებლო სტანდარტი, სახელმძღვანელო და ტრენინგ-მოდული შემუშავდება. პროექტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
მეტი ამ კატეგორიიდან

როგორ ვასწავლოთ მედიაწიგნიერება? - ComCom-მა მასწავლებლებისთვის კონფერენცია მესამედ ჩაატარა
14 დღის წინ

ComCom-მა „გამარჯობა, რუბის“ წიგნების გამოყენებაში 400-მდე მასწავლებელი გადაამზადა
153 დღის წინ

კონკურსში „გახდი მედიაწიგნიერების მკვლევარი“ 26 უნივერსიტეტის 180-ზე მეტი სტუდენტი ჩაერთო
154 დღის წინ

ComCom-მა და ალტერბრიჯმა სტუდენტებისთვის მედიაწიგნიერებისა და ფსიქოლოგიის შესახებ კინოჩვენება გამართეს
167 დღის წინ



