კომუნიკაციების კომისიის “ციფრული მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ამბროლაურის სოფელ ნიკორწმინდის, სადმელის, ჭრებალოსა და კვაცხუთის 100-მდე მოსახლე ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებასა და ციფრულ წიგნიერებაში გადამზადდა. პროგრამა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში 24 ივლისიდან მიმდინარეობს და ამ დრომდე 200-მდე ბენეფიციარი ჰყავს, რომლებმაც სპეციალისტების დახმარებით, ინფორმაციის მოძიების, ელ-ფოსტის გამოყენების, გუგლის რუქითა და თარჯიმნით სარგებლობის, ასევე, ადგილმდებარეობის გაზიარებისა და ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების შესახებ აიმაღლეს ცნობიერება.
“ციფრული მხარდაჭერის პროგრამის” მეშვეობით, როგორც ამბროლაურის, ისე ოზურგეთის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ჩოხატაურისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტებიდან, ჯამში 2 900-მდე ადგილობრივია გადამზადებული.
შეგახსენებთ, რომ “ციფრული მხარდაჭერის პროგრამა” პროექტ Log-in Georgia-ს ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ხორციელდება და საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.
მეტი ამ კატეგორიიდან

116 ტრენინგი და 1700 გადამზადებული ბენეფიციარი - ComCom-მა საჩხერეში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ დაასრულა
32 დღის წინ

ComCom-მა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ გორში დაიწყო
47 დღის წინ

ComCom-მა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ მარტვილის მოსახლეობისთვის დაიწყო
234 დღის წინ

ComCom „ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“ მარტვილში იწყებს
237 დღის წინ



