ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ ფარგლებში სკოლის მოსწავლეები გადაამზადა
02 აპრ. 2025
225 ნახვა

ნამდვილი თუ მოგონილი?!
კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის “ნამდვილი თუ მოგონილის?!” ფარგლებში, „თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლის“ მერვე კლასის მოსწავლეები მედიაწიგნიერებაში გადაამზადა. საინფორმაციო შეხვედრას ComCom-ის მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენელი, ნინო მაჭავარიანი გაუძღვა, რომელმაც მონაწილეებს კონკურსის პირობებისა და საკონკურსო ნამუშევრების შექმნის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
სემინარის ფარგლებში, მოსწავლეები BBC Academy-ის მასალების მეშვეობით, ყალბი ინფორმაციის აღმოჩენისა და ფაქტების გადამოწმების მეთოდებს გაეცნენ. ამასთან ერთად, შეისწავლეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა ყალბი ინფორმაციის სახეები, ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნა, ინფორმაციის გადამოწმების მეთოდები და ფოტოებისა თუ ვიდეოების ფაბრიკაცია, რაც მათ საკონკურსო ნამუშევრის მომზადებაში დაეხმარებათ.
შეგახსენებთ, რომ ComCom-მა მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“, რომელიც მიზნად ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას ისახავს, უკვე მეთორმეტედ გამოაცხადა. საკონკურსო ნამუშევრების გამოგზავნა მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს 10 აპრილამდე შეეძლებათ. გამარჯვებულებს კი კომუნიკაციების კომისია iPhone 16 Pro-ს, MacBook Air-სა და iPad Air-ს გადასცემს.
კონკურსის წესების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
მეტი ამ კატეგორიიდან

მოსწავლეებისთვის კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ მეთორმეტედ გამოცხადდა
69 დღის წინ

ComCom-მა მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ მეთერთმეტედ ჩაატარა
320 დღის წინ

ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ ფარგლებში 775 მოსწავლე და 40-მდე მასწავლებელი გადაამზადა
324 დღის წინ

ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ ფარგლებში რეგიონებში 150 მოსწავლე გადაამზადა
341 დღის წინ