ComCom-მა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ ბაღდათის 8 სოფლის მოსახლეობას გააცნო
31 ივლ. 2025
1180 ნახვა
ციფრული მხარდაჭერის პროგრამა
კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის 8 სოფლის მოსახლეობას გააცნო. ბაღდათში პროგრამის სამიზნე დასახლებებია: დიმი, ხანი, ქვედა ზეგანი, როხი, საიმედო, საკრაულა, ვარციხე და ზედა ზეგანი. აღნიშნული დასახლებებიდან 14 წელს ზემოთ პირებს შეეძლებათ ციფრულ წიგნიერებასა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების შესახებ სრულიად უფასოდ აიმაღლონ ცნობიერება და გაეცნონ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, Google-ის აპლიკაციებით სარგებლობა, სოციალური პლატფორმების მიზნობრივად გამოყენება და სხვა.
დაინტერესების შემთხვევაში, მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ ბაღდათის მუნიციპალიტეტში პროგრამის ციფრულ ელჩს ნომერზე: 555 74 28 48. მუნიციპალიტეტში პროგრამა ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება.
„ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“, რომელსაც კომუნიკაციების კომისია საქართველოს რეგიონებში 2022 წლიდან აქტიურად ახორციელებს, ციფრულ წიგნიერებაში, ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებასა და სახელმწიფო ელექტრონული სერვისებით სარგებლობის საკითხებში უკვე 8990-ზე მეტი ბენეფიციარი ჰყავს.
შეგახსენებთ, რომ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ პროექტ Log-in Georgia-ს შემადგენელი ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად ტარდება. Log-in Georgia საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.
მეტი ამ კატეგორიიდან

116 ტრენინგი და 1700 გადამზადებული ბენეფიციარი - ComCom-მა საჩხერეში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ დაასრულა
32 დღის წინ

ComCom-მა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ გორში დაიწყო
47 დღის წინ

ComCom-მა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ მარტვილის მოსახლეობისთვის დაიწყო
234 დღის წინ

ComCom „ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“ მარტვილში იწყებს
237 დღის წინ



