ComCom უნივერსიტეტების ლექტორები მედიაწიგნიერების სწავლებისთვის სპეციალურად შემუშავებული პროგრამით გადაამზადა
09 სექ. 2024
1586 ნახვა
მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირება
კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების ხელშეწყობის მიზნით, პარტნიორი უნივერსიტეტების ლექტორები მედიაწიგნიერების საგნის სწავლებისთვის გადაამზადა. სპეციალურად შემუშავებული პროგრამის საფუძველზე, მონაწილეებმა მედიაწიგნიერებისა და ინფორმაციული წიგნიერების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს, რის შემდეგაც, საგნისთვის სილაბუსის შემუშავებას, სალექციო პროცესის წარმართვასა თუ არსებულ კურსებში მედიაწიგნიერების კომპონენტების ინტეგრირებას შეძლებენ.
ორდღიან შეხვედრას მედიაწიგნიერების მკვლევარი და პროფესორი მარიკა სიხარულიძე გაუძღვა, რომელმაც მონაწილეებს მედიაწიგნიერებისა და ინფორმაციული წიგნიერების კონცეფციების, მათი ისტორიული განვითარების ეტაპების, სოციალური მედიისა და ციფრული პლატფორმების თავისებურებების, მათი უსაფრთხო გამოყენების, ასევე წყაროების ანალიზისა თუ მედიის გავლენის ანალიზის და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ დეტალური ინფორმაცია გაუზიარა. ღონისძიება თეორიული საკითხების გარდა, მოიცავდა პრაქტიკულ სამუშაოებს, რომლის ფარგლებშიც, მონაწილეებმა პროგრამაზე დაფუძნებით სილაბუსის სამუშაო ვერსიები შეიმუშავეს.
შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ 2022 წელს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობითა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროექტი დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, სასკოლო საზოგადოებაში მედიაწიგნიერების პოპულარიზაციისა და საგნის დანერგვის კუთხით უკვე მნიშვნელოვანი შედეგებია მიღწეული. კერძოდ, მედიაწიგნიერება, როგორც ცალკე არჩევითი საგანი, უკვე საქართველოს 6 სკოლის X-XII კლასებში ისწავლება. ამასთან, მედიაწიგნიერების სწავლებაში საქართველოს მასშტაბით უკვე 1835 მასწავლებელია გადამზადებული.
კომუნიკაციების კომისია აქტიურად აგრძელებს მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროცესს როგორც საშუალო, ისე უმაღლესი განათლების ყველა საფეხურზე, რათა მედიაწიგნიერებას, როგორც თანამედროვე სამყაროს აუცილებელ კომპეტენციას კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა დაეუფლოს.
ComCom-ის შეხვედრა პარტნიორი უნივერსიტეტების ლექტორებთან მედიაწიგნიერების საგნის სწავლების მიზნით
იხილეთ ასევე

კომუნიკაციების კომისიამ ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისთვის მედიაწიგნიერების ტრენინგები ჩაატარა

კიბერბულინგი: რა არის და როგორ შევაჩეროთ იგი

რეკომენდაციები სკოლებში მოსწავლეთა პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ მშობლებსა და მოსწავლეებისთვის

პროქტი - "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში"
მეტი ამ კატეგორიიდან

2025 წელს მედიაწიგნიერების საგანს საქართველოს 300-მდე სკოლა ასწავლის
222 დღის წინ

ComCom-მა მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების შესახებ მასწავლებელთა კონფერენცია გამართა
379 დღის წინ

ComCom-ი არაქართულენოვან სკოლებში მედიაწიგნიერების ინტეგრირების მიზნით მასწავლებლებს შეხვდა
453 დღის წინ

ComCom-მა მედიაწიგნიერების სწავლებაში დამატებით 1100 მასწავლებელი გადაამზადა
568 დღის წინ