
კომუნიკაციების კომისიამ და European Union in Georgia-მ ერთობლივი პროექტის ფარგლებში, პედაგოგების გადამზადება ქვემო ქართლის რეგიონში დაიწყო. დეზინფორმაციასთან ბრძოლაში ტრენინგები ქალაქ რუსთავის საჯარო სკოლების 15 პედაგოგს ჩაუტარდა.
მასწავლებლები მოწვეული ექსპერტების მიერ შემუშავებული შემოქმედებითი და ინტერაქტიული საგანმანათლებლო მოდულით გადამზადდნენ, რომელიც სპეციალურად აღნიშნული პროექტისთვის შეიქმნა.
სასწავლო სემინარის ფარგლებში, პედაგოგებმა მიიღეს ცოდნა დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური პროპაგანდის ნეგატიური ზეგავლენისა და მათგან თავის დაცვის მექანიზმების შესახებ. ისინი ასევე გაეცნენ პრაქტიკულ მეთოდებს, თუ როგორ უნდა ამოიცნონ დეზინფორმაცია მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების გამოყენებით და მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ევროპული ღირებულებებისა და საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესის შესახებ.
მეტი ამ კატეგორიიდან

ComCom-ის და EU-ს დეზინფორმაციასთან გამკლავების პროექტი TPDC-ს გადაეცა
979 დღის წინ

კომუნიკაციების კომისიამ დეზინფორმაციასთან გამკლავებაში ოზურგეთში 21 პედაგოგი გადაამზადა
1101 დღის წინ

კომუნიკაციების კომისია დეზინფორმაციასთან გამკლავებაში დამატებით 200 პედაგოგს გადაამზადებს
1143 დღის წინ

მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში კომუნიკაციების კომისიამ ევროკავშირის მხარდაჭერით 50 პედაგოგი გადაამზადა
1299 დღის წინ