მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისია და პარტნიორი ორგანიზაციები უფასო ონლაინ ვებინარების სერიას გთავაზობთ
19 ოქტ. 2026
85 ნახვა

მედია და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისია და პარტნიორი ორგანიზაციები უფასო ონლაინ ვებინარების სერიას გთავაზობთ.

ვებინარებზე ვისაუბრებთ მედიაწიგნიერების სწავლებაზე, ბავშვთა ონლაინ უსაფრთხოებაზე, კიბერჰიგიენასა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენებაზე, ასევე იდეის განვითარებასა და ინოვაციაზე.

შემოგვიერთდით და გაიგეთ, როგორ შეგიძლიათ თქვენი წვლილი შეიტანოთ უფრო უსაფრთხო და ინფორმირებული საზოგადოების ჩამოყალიბებაში.

ვებინარებზე დასწრება უფასოა, დარეგისტრირდი:

1 - 26 ოქტომბერი, 17:00 - „როგორ ვასწავლოთ მედიაწიგნიერება: ახალი ეროვნული სტანდარტი და გზამკვლევი“ - https://docs.google.com/.../1banxMon35rAcRxTeEGS82Au.../edit

2 -  27 ოქტომბერი, 17:00 - „კიბერჰიგიენა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება” - https://docs.google.com/.../1d46s8r5JYHQLfabQypDsq.../edit

3 -  28 ოქტომბერი, 13:00 - „ბავშვთა ონლაინ უსაფრთხოება“ - https://docs.google.com/.../18uFpY2wWUvEwCwEhFcF3BO.../edit

4 - 30 ოქტომბერი, 17:00 - „მედიაწიგნიერებიდან ინოვაციამდე: როგორ იქმნება და ვითარდება იდეა?” - https://docs.google.com/.../1cscl7oi6Ut2CuT9Jy54Lukq.../edit