ციფრული მხარდაჭერის პროგრამა
18 თებ. 2025
ციფრული მხარდაჭერის პროგრამა

“ციფრული მხარდაჭერის პროგრამა” Log-in Georgia პროექტის (2020-2027) შემადგენელი ნაწილია, რომელიც ინტერნეტიზაციის სახელმწი პროგრამის მხარდასაჭერად ხორციელდება. აღნიშნული პროექტი საქართველოს 700-მდე სოფლის მაცხოვრებლისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ინტერნეტის მიზნობრივად გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.

კომუნიკაციების კომისიამ, ციფრული მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება 2022 წელს დაიწყო. პროგრამის მიზანი საქართველოში სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ინტერნეტის მიზნობრივად გამოყენების სწავლება და ციფრულ ეკონომიკაში ჩართულობის ხელშეწყობაა. პროგრამის ფარგლებში ტრენინგები ტარდება ციფრული წიგნიერებისა და ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების მიმარულებით და ფარავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ინფორმაციის მოძიება, ელ. ფოსტის შექმნა და გამოყენება, სახელმწიფო ელ. სერვისებით სარგებლობა, ციფრული არხების გამოყენება, გუგლის სერვისებით სარგებლობა, ინტერნეტის მოხმარებასთან დაკავშირებული საფრთხეები და თავდაცვის მეთოდები, პერსონალური მონაცემების დაცვა, ყალბი და ნამდვილი ინფორმაციის ამოცნობა, ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული გამოყენებაინტერნეტი  დასაქმებისთვის და სხვა.

პროგრამაში მონაწილეობა უფასოა და მასში ჩართვა შეუძლია სამიზნე დასახლებებში მცხოვრებ ნებისმიერ პირს, 14 წლის ასაკიდან ზემოთ. საგულისხმოა, რომ პროგრამის ბენეფიციართა მნიშვნელოვან ნაწილს სასკოლო საზოგადოება წარმოადგენს.

2026 წლის იანვრის მდგომარეობით, “ციფრული მხარდაჭერის პროგრამაწარმატებით განხორციელდა საქართველოს 18 მუნიციპალიტეტის 300-მდე სოფელში. 2022 წლიდან დღემდე, პროგრამის ფარგლებში გადამზადებულია 10 000-ზე მეტი ბენეფიციარი