მედიაშეტყობინებების ანალიზისას დასმული საკვანძო კითხვები
08 ნოე. 2022
1841 ნახვა

აუდიტორია & ავტორობა
- ავტორობა - ვინ შექმნა ეს მედიაშეტყობინება?
- მიზანი - რატომ შეიქმნა ეს მედიაშეტყობინება? ვინ არის ამ შეტყობინების სამიზნე აუდიტორია (რა ვიცით ამის შესახებ)?
- ეკონომიკა - ვინ გადაიხადა საფასური მედიაშეტყობინების შესაქმნელად?
- გავლენა - ვინ შეიძლება ნახოს სარგებელი ამ მედიაშეტყობინებიდან?
- ვინ შეიძლება დაზარალდეს ამ მედიაშეტყობინებით?
- რატომ შეიძლება ჰქონდეს ამ მედიაშეტყობინებას ჩემთვის მნიშვნელობა?
- რეაქცია - რა სახის მოქმედებები შეიძლება განხორციელდეს ამ შეტყობინებაზე პასუხის გასაცემად?
შეტყობინებები & მნიშვნელობები
- კონტენტი - რის შესახებ არის მედიაშეტყობინება (და რა გვაფიქრებინებს ამას)?
- რა იდეებს, ღირებულებებს, ინფორმაციას და/ან შეხედულებას გადმოსცემს? გულისხმობს?
- რა არის გამოტოვებული შეტყობინებაში, რისი ცოდნაც მნიშვნელოვანი იქნებოდა?
- ტექნიკა - რა ტექნიკებია გამოყენებული მედიაშეტყობინებაში?
- რატომ გამოიყენეს ეს ტექნიკები?
- როგორ გადმოსცემენ ეს ტექნიკები შეტყობინებას?
- ინტერპრეტაცია - როგორ შეიძლება გაიგონ სხვადასხვა ადამიანებმა ეს შეტყობინება
- როგორია ჩემი ინტერპრეტაცია ამ შეტყობინების შესახებ და რა ვისწავლე ჩემი რეაქციიდან ან ინტერპრეტაციიდან გამომდინარე?
წარმოდგენები & რეალობა
- კონტექსტი - როდის შეიქმნა ეს მედიაშეტყობინება?
- სად და როგორ მოხდა შეტყობინების გავრცელება საზოგადოებაში?
- სანდოობა - ეს ფაქტია, შეხედულება თუ სხვა რამ?
- რამდენად სანდოა (და რა მიგვანიშნებს მის სანდოობაზე)?
- რა არის ინფორმაციის წყარო, იდეა ან მტკიცება?
წყარო: მედიაწიგნიერების განათლების ეროვნული ასოციაცია (NAMLE), მედიაწიგნიერების სწავლების ძირითადი პრინციპები შეერთებულ შტატებში (2007 წ.), http://www.namle.net/core-principles/
http://tpdc.gov.ge/ptk_files/_ckuploaded/MediaLiteracy.pdf
მეტი ამ კატეგორიიდან

2025 წლის გლობალური რისკების ანგარიში: დეზინფორმაციისა და მისინფორმაციის გავლენა მსოფლიოზე
48 დღის წინ

ციფრული კომპანიების როლი დეზინფორმაციის და მისინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში (Meta, Google, TikTok მიდგომები)
48 დღის წინ

ხელოვნური ინტელექტის პლატფორმები ციფრული საგანმანათლებლო რესურსების შექმნისთვის
48 დღის წინ