კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიის ორგანიზებით, ქართული ტელევიზიების პროდიუსერები სატელევიზიო პროდუქტის მენეჯმენტში, ე.წ. ფროდაქშენის ოპტიმიზირებასა და კრეატიული გუნდის მართვაში გადამზადდნენ. სემინარებს BBC-ის ცვლილებების მართვის და ხარისხის გაუმჯობესების მენეჯერი, ნათია აბრამია უძღვებოდა, რომელმაც მონაწილეებთან ერთად პრე-ფროდაქშენის, ფროდაქშენისა და პოსტ-ფროდაქშენის ეტაპები პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით განიხილა.
ორდღიან სემინარზე, ნათია აბრამიამ პროდიუსერებს მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილება გაუზიარა და ისეთი საკითხები გააცნო, როგორიც იდეის დამუშავება, ამბის ფოკუსის დახვეწა, ამოცანის სწორად დასახვა, პრეინტერვიუ და წინასწარ შეთანხმებული ჩარჩოების, სტანდარტებისა და გაიდლაინების ეფექტიანად გამოყენებაა.
შეგახსენებთ, რომ მედიააკადემია მედიის მხარდაჭერისა და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მნიშვნელოვან სემინარებსა და ლექციებს უკვე მეოთხე წელია ატარებს.
მეტი ამ კატეგორიიდან

ComCom-მა ახალგაზრდობის სააგენტოს საზაფხულო ბანაკის სტუდენტებს ტრენინგი - „AI დასაქმებისთვის“ ჩაუტარა
4 დღის წინ

116 ტრენინგი და 1700 გადამზადებული ბენეფიციარი - ComCom-მა საჩხერეში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ დაასრულა
32 დღის წინ

„ინტერნეტი დასაქმებისთვის“ და „AI წიგნიერება“ – ComCom-მა წალენჯიხაში ახალი მოდულებით ტრენინგები ჩაატარა
34 დღის წინ

ComCom-მა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ გორში დაიწყო
47 დღის წინ



