ComCom-ის წარმომადგენლებმა ARCOM-სა და UNESCO-სთან მედიაწიგნიერების საკითხებზე შეხვედრა გამართეს
30 სექ. 2025
670 ნახვა
კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ნათია კუკულაძემ და მედიაწიგნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარიამ დახუნდარიძემ, UNESCO-სა და საფრანგეთის მედია და ინფორმაციული წიგნიერების ცენტრის (CLEMI) მიერ ორგანიზებული კონფერენციის - „To educate or to Ban: Breaking the Impasse“ ფარგლებში, საფრანგეთის მარეგულირებელი ორგანოს (ARCOM) საერთაშორისო თანამშრომლობის დირექტორთან და მედიაწიგნიერების სამსახურის უფროსთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრის ფარგლებში ComCom-ის წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია საფრანგეთის მედიაწიგნიერების პოლიტიკის განსაზღვრისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტების შესახებ, რაც მნიშვნელოვანი იქნება ComCom-ის სამომავლო საქმიანობისთვის. თავის მხრივ კი, კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა, კოლეგებს მედიაწიგნიერების განვითარების მიმართულებით ComCom-ის მიერ მიღწეული პროგრესისა და წარმატებული პროექტების შესახებ გაუზიარეს ინფორმაცია.
კონფერენცია UNESCO-სა და CLEMI-ს მიერ ციფრული სამყაროს გამოწვევების გადაჭრის შესახებ მშობლებისა და ოჯახებისთვის სახელმძღვანელოს შემუშავებას ემსახურებოდა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დისკუსიები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა ციფრულ ეპოქაში მოზარდის აღზრდის მიდგომები და გამოწვევები, ასევე, ახალგაზრდების ონლაინ უსაფრთხოების გაძლიერება და სხვა.
ვიზიტის ფარგლებში კომისიის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრები ასევე გამართეს UNESCO-ს მედია და ინფორმაციული წიგნიერების და ციფრული კომპეტენციების სამსახურის უფროსსა და UNESCO-ს მედიაწიგნიერების ალიანსის პროგრამის მენეჯერთან.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლები საფრანგეთში საქართველოს ელჩს, ირაკლი ყურაშვილს შეხვდნენ.
მეტი ამ კატეგორიიდან

ComCom-მა ახალგაზრდობის სააგენტოს საზაფხულო ბანაკის სტუდენტებს ტრენინგი - „AI დასაქმებისთვის“ ჩაუტარა
4 დღის წინ

116 ტრენინგი და 1700 გადამზადებული ბენეფიციარი - ComCom-მა საჩხერეში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ დაასრულა
32 დღის წინ

„ინტერნეტი დასაქმებისთვის“ და „AI წიგნიერება“ – ComCom-მა წალენჯიხაში ახალი მოდულებით ტრენინგები ჩაატარა
34 დღის წინ

ComCom-მა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ გორში დაიწყო
47 დღის წინ



