ComCom-მა IX, X და XI კლასის მოსწავლეებისთვის მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ გამოაცხადა
02 მაი. 2024
1717 ნახვა
ნამდვილი თუ მოგონილი?!
კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების კონკურსი “ნამდვილი თუ მოგონილი?!”, რომელიც მიზნად ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის, ფაქტების გადამოწმებისა და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარებას ისახავს, IX, X და XI კლასის მოსწავლეებისთვის გამოაცხადა. დაინტერესებულ მოსწავლეებს კონკურსში მონაწილეობა 1 მაისიდან 15 ივნისამდე შეეძლებათ.
„ნამდვილი თუ მოგონილის?!“ წესების თანახმად, მონაწილეებმა უნდა აღმოაჩინონ მედიაში, მათ შორის - ინტერნეტში, ტელევიზიასა თუ ბეჭდურ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, რომელიც მანამდე არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი. რის შემდეგაც, სასურველი ფორმატით უნდა წარმოადგინონ ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის გზები, შესაბამისი წყარო და რეალური ფაქტები. კონკურსის ფარგლებში გამოგზავნილ ნამუშევრებს კომპეტენტური ჟიური შეაფასებს და სამ გამარჯვებულს გამოავლენს, რომელთაც კომუნიკაციების კომისია MacBook Air 15.3-ს, iPhone 15 Pro-სა და iPad 10.9-ს გადასცემს.
კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი“ უკვე ათჯერ, მათ შორის, სკოლის მოსწავლეებისთვის ექვსჯერ, ხოლო სტუდენტებისთვის ოთხჯერ წარმატებით ჩაატარა. დამატებით, ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ პროექტის ფარგლებში 2400-ზე მეტი მოსწავლე და 900 სტუდენტი მედიაწიგნიერებაში გადაამზადა.
კონკურსის წესების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
იხილეთ ასევე

ComCom-მა მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების პროექტის ფარგლებში, ბათუმში 40-მდე მასწავლებელი გადაამზადა

მედიაწიგნიერების 5 კომპეტენცია: შეფასება

როგორ დავეხმაროთ ბავშვს ეკრანდამოკიდებულების დაძლევაში

პროქტი - "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში"
მეტი ამ კატეგორიიდან

215 მონაწილე და 3 გამარჯვებული - ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილი“ მეთორმეტედ ჩაატარა
386 დღის წინ

ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ ფარგლებში სკოლის მოსწავლეები გადაამზადა
420 დღის წინ

მოსწავლეებისთვის კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ მეთორმეტედ გამოცხადდა
443 დღის წინ

ComCom-მა მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ მეთერთმეტედ ჩაატარა
694 დღის წინ