კომუნიკაციების კომისიამ ხელვაჩაურში, ციფრული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სოფელ ზემო ჯოჭოდან, ქვემო ჯოჭოდან, ზანაქიძეებიდან, ოთაბათუმიდან, მასაურადან, თხილნარიდან და ყოროლისთავიდან დამატებით 150-მდე ადგილობრივი ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებასა და ციფრულ წიგნიერებაში გადაამზადა. ციფრული მხარდაჭერის პროგრამა, რომლის მეშვეობითაც მონაწილეები ინფორმაციის მოძიებას, ელ-ფოსტის გამოყენებას, გუგლის რუქითა და თარჯიმნით სარგებლობას, ადგილმდებარეობის გაზიარებასა და ონლაინ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებას სწავლობენ, ხელვაჩაურში 13 თებერვალს დაიწყო და უკვე 450-მდე გადამზადებული ბენეფიციარი ჰყავს.
შეგახსენებთ, რომ ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდასაჭერად, ხორციელდება პროექტი Log-in Georgia, რომლის შემადგენელი ნაწილიც ციფრული მხარდაჭერის პროგრამაა. Log-in Georgia საქართველოს 500,000-მდე სოფლად მცხოვრებისთვის მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდების შესაძლებლობის შექმნასა და ციფრული სერვისების სასარგებლო გამოყენების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტი მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.
მეტი ამ კატეგორიიდან

100-ზე მეტი ტრენინგი და 1600-ზე მეტი გადამზადებული ბენეფიციარი - ComCom-მა მარტვილში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ დაასრულა
43 დღის წინ

116 ტრენინგი და 1700 გადამზადებული ბენეფიციარი - ComCom-მა საჩხერეში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ დაასრულა
79 დღის წინ

ComCom-მა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ გორში დაიწყო
94 დღის წინ

ComCom-მა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ მარტვილის მოსახლეობისთვის დაიწყო
281 დღის წინ



