ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ ფარგლებში 60 მოსწავლე მედიაწიგნიერებაში გადაამზადა
21 მაი. 2024
2069 ნახვა
ნამდვილი თუ მოგონილი?!
ComCom-მა მედიაწიგნიერების კონკურსის “ნამდვილი თუ მოგონილის?!” ფარგლებში, თბილისის მე-6 და 177-ე საჯარო სკოლების 60 მოსწავლე გადაამზადა. შეხვედრებს კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი, ნინო მაჭავარიანი გაუძღვა, რომელმაც მონაწილეებს „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ კონკურსის წესები და საკონკურსო ნამუშევრების შექმნასთან დაკავშირებული საკითხები გააცნო.
სემინარების ფარგლებში, ტრენერმა მოსწავლეებს ასევე BBC Academy-ის მასალებზე დაფუძნებით, ყალბი ინფორმაციის აღმოჩენისა და ფაქტების გადამოწმების ხერხები გაუზიარა. ამასთან, მონაწილეები გაეცნენ ისეთ თემებსაც, როგორებიცაა ყალბი ინფორმაციის სახეები; ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნა; ინფორმაციის გადამოწმების მეთოდები და ფოტოებისა თუ ვიდეოების ფაბრიკაცია. გარდა ამისა, შეხვედრებზე განიხილებოდა წინა კონკურსების საუკეთესო ნამუშევრები.
შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“, რომელიც მიზნად ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას ისახავს, უკვე მეთერმეტედ გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობა IX, X და XI კლასის მოსწავლეებს 15 ივნისამდე შეეძლებათ. გამარჯვებულ მონაწილეებს კი კომუნიკაციების კომისია MacBook Air 15.3-ს, iPhone 15 Pro-სა და iPad 10.9-ს გადასცემს.
კონკურსის წესების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
იხილეთ ასევე

მედიაწიგნიერების ინტეგრირება ფორმალურ განათლებაში - ComCom UNICEF-თან და განათლების სამინისტროსთან ერთად ახალ პროექტს იწყებს

ინტერნეტში გონივრულად მოქცევის წესები

ციფრული კომპანიების როლი დეზინფორმაციის და მისინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლაში (Meta, Google, TikTok მიდგომები)

პროექტი - "მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირება"
მეტი ამ კატეგორიიდან

200-მდე მონაწილე და 3 გამარჯვებული - ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ მეცამეტედ ჩაატარა
59 დღის წინ

ComCom-მა მოსწავლეებისთვის მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ გამოაცხადა
122 დღის წინ

215 მონაწილე და 3 გამარჯვებული - ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილი“ მეთორმეტედ ჩაატარა
446 დღის წინ

ComCom-მა „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ ფარგლებში სკოლის მოსწავლეები გადაამზადა
480 დღის წინ