ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორიის პუბლიკაცია - ComCom-ის პროექტები, როგორც მედიაწიგნიერების განვითარების წარმატებული მაგალითები
02 ივლ. 2024
1157 ნახვა
მედიაწიგნიერება საქართველოში
ევროპის აუდიოვიზუალურმა ობსერვატორიამ (EAO) გამოაქვეყნა პუბლიკაცია „მედიაწიგნიერება და მომხმარებელთა გაძლიერება“, რომლის ფარგლებშიც, კომუნიკაციების კომისიის მიერ მედიაწიგნიერების განვითარების კუთხით განხორციელებული პროექტები მიმოიხილა. კერძოდ, სტატიაში საუბარია ComCom-ის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების ხელშეწყობაზე და ამ კუთხით მიღწეულ შედეგებზე.
„2018 წლიდან ComCom-ის მედიაწიგნიერების დეპარტამენტი სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან ერთად აქტიურად მუშაობს მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობაზე. მთელი რიგი პროექტებისა და აქტივობების მეშვეობით კი, მათი ძალისხმევა ინდივიდების გაძლიერების, ციფრული უნარების განვითარებისა და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების ხელშეწყობისკენაა მიმართული.“ - აღნიშნულია სტატიაში.
ამასთან ერთად, პუბლიკაციაში ყურადღება გამახვილებულია კომუნიკაციების კომისიისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ერთობლივ აქტივობებზე, რომელიც მედიაწიგნიერების მიმართულებით, მოსწავლეებში, მასწავლებლებსა და მშობლებში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში დიდი ყურადღება ეთმობა მედიაწიგნიერების კრიტიკული მნიშვნელობის განხილვას და ამ მხრივ, მომხმარებლებში მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების გაძლიერებისა და განვითარების მიზნით არსებული სტრატეგიების მიმოხილვას.
შეგახსენებთ, რომ ევროპული აუდიოვიზუალური ობსერვატორია არის ორგანიზაცია, რომელიც ევროპის საბჭოს ქოლგის ქვეშ 1992 წლიდან ფუნქციონირებს და ევროპაში ფილმის, მაუწყებლობის და აუდიოვიზუალური ინდუსტრიის სფეროში არსებული ფაქტებისა და მონაცემების ანალიზს ახორციელებს. ამჟამად ორგანიზაციას 41 წევრი ჰყავს. საქართველო ობსერვატორიის წევრი 2016 წელს გახდა და ორგანიზაციაში ქვეყანას კომუნიკაციების კომისია წარმოადგენს.
პუბლიკაციის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
მეტი ამ კატეგორიიდან

ComCom-მა და ალტერბრიჯმა სტუდენტებისთვის მედიაწიგნიერებისა და ფსიქოლოგიის შესახებ კინოჩვენება გამართეს
2 დღის წინ

EPRA ComCom-ის მედიაწიგნიერების მიღწევების შესახებ
395 დღის წინ

2023 წლისთვის ComCom-ის მედიაწიგნიერების პროექტებს ჯამურად 26 ათასი ბენეფიციარი ჰყავდა
556 დღის წინ

ComCom-ის თანაორგანიზებით უსაფრთხო ინტერნეტის კონფერენცია გაიმართა
668 დღის წინ



