კომუნიკაციების კომისიამ, „Log-in Georgia“-ს პროექტის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების - მაკვანათის, დვაბზუს, ბახვის, სილაურის, ბაღდადის, ჯუმათის, ლიხაურის, ასკანას, კონჭკათისა და ჭალის მოსახლეობისთვის 10 ტრენინგი ჩაატარა. სპეციალურად შექმნილი პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობა ისეთ მნიშვნელოვან თემებში გადამზადდა, როგორებიცაა: ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება, ინფორმაციის მოძიების მეთოდები, ინტერნეტი კომუნიკაციისთვის - სასარგებლო ონლაინ აპლიკაციები.
საქართველოს მთავრობის ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერის მიზნით, მსოფლიო ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის თანადაფინანსებით, “Log-in Georgia”-ს პროექტი ხორციელდება. პროექტის მიზანი სოფლად მცხოვრები 500,000-მდე ფიზიკური პირისთვის მაღალი ხარისხის და შეღავათიანი ინტერნეტ მომსახურების მიწოდების შესაძლებლობის შექმნა, ასევე, ციფრული უნარების განვითარება და ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობაა.
ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტი, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, სწორედ ოზურგეთის მუნიციპალიტეტით დაიწყო. პროექტის შედეგად, ოზურგეთის 49 სოფლის, 29 ათასამდე მოსახლეს მაღალსიჩქარიან, ფართოზოლოვან ინტერნეტზე ექნება წვდომა. „Log-in Georgia“-ს პროექტის „ციფრული მხარდაჭერის პროგრამას” კი კომუნიკაციების კომისია ახორციელებს.
მეტი ამ კატეგორიიდან

ComCom-მა „ციფრული მხარდაჭერის პროგრამა“ მარტვილის მოსახლეობისთვის დაიწყო
112 დღის წინ

ComCom „ციფრული მხარდაჭერის პროგრამას“ მარტვილში იწყებს
115 დღის წინ

ComCom-მა საჩხერეში ინტერნეტის გამოყენების შესახებ 240-მდე ადგილობრივი გადაამზადა
134 დღის წინ

ComCom-მა ბაღდათში 450-მდე ადგილობრივი ციფრულ წიგნიერებაში გადაამზადა
148 დღის წინ



