კომუნიკაციების კომისიას და ევროპის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა, რომელსაც ხელი ComCom-ის წევრმა, ნათია კუკულაძემ და ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, ნინო ტალიაშვილმა მოაწერეს.
თანამშრომლობის ფარგლებში, დაგეგმილია კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერით უკვე დანერგილი მედიაწიგნიერების საგნის კიდევ უფრო ფართოდ ინტეგრირება სხვადასხვა სპეციალიზაციის საგანმანათლებლო პროგრამაში. გარდა ამისა, კომუნიკაციების კომისია და ევროპის უნივერსიტეტი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა სამუშაო ჯგუფის ფარგლებშიც ითანამშრომლებენ, სადაც, ComCom-ის ორგანიზებით ჩატარდება ადგილობრივი და უცხოელი მოწვეული პროფესორებისა თუ ექსპერტების სემინარები, ასევე, თემატური და სამეცნიერო კონფერენციები. ამასთანავე, მხარეები მედიაწიგნიერების მიმართულების პროექტებს სტუდენტებისა და ლექტორებისთვის ერთობლივად განახორციელებენ.
შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიისთვის ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარება და ამ პროცესში სულ უფრო მეტი დაინტერესებული მხარის ჩართვა, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
მეტი ამ კატეგორიიდან

ComCom-მა სამცხე-ჯავახეთის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები მედიაწიგნერებაში გადაამზადა
37 დღის წინ

ComCom-მა თსუ-ს და ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები მედიაწიგნიერებაში გადაამზადა
166 დღის წინ

ComCom და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მედიაწიგნიერების მიმართულებით ითანამშრომლებენ
618 დღის წინ

ComCom-მა თსუ-ში მედიაწიგნიერების შესახებ ლექცია ჩაატარა
627 დღის წინ



