ComCom-მა სამცხე-ჯავახეთის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები მედიაწიგნერებაში გადაამზადა
06 ნოე. 2025
187 ნახვა
მედიაწიგნიერება უნივერსიტეტებში
კომუნიკაციების კომისიამ, პარტნიორ უნივერსიტეტებთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან მედიაწიგნიერების შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც ComCom-ის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი, მარიამ გუგულაშვილი უძღვებოდა.
შეხვედრის ფარგლებში, განხილული იყო მედიაწიგნიერების მნიშვნელობა და მისი როლი თანამედროვე სამყაროში; დეზინფორმაციისა და მისინფორმაციის მახასიათებლები, ასევე, მათი შექმნისა თუ გავრცელების მიზნები და ეტაპები; დეზინფორმაციის და მანიპულაციური კომუნიკაციის ხერხები; პროპაგანდა, კონსპირაციული თეორიები და მათი მახასიათებლები; AI და „Deepfake” ყალბი ინფორმაციის შექმნის კონტექსტში, ასევე, ინფორმაციის გადამოწმების საკვანძო ეტაპები.
შეხვედრა თეორიული ნაწილის გარდა, ინფორმაციის გადამოწმების შესახებ გუნდურ სავარჯიშოებსაც მოიცავდა.
კომუნიკაციების კომისია, როგორც ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებაზე პასუხისმგებელი ორგანო, პარტნიორ უნივერსიტეტებთან სემინარების სერიას მომავალშიც გააგრძელებს.
მეტი ამ კატეგორიიდან

ComCom-მა თსუ-ს და ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები მედიაწიგნიერებაში გადაამზადა
166 დღის წინ

ComCom და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მედიაწიგნიერების მიმართულებით ითანამშრომლებენ
618 დღის წინ

ComCom-მა თსუ-ში მედიაწიგნიერების შესახებ ლექცია ჩაატარა
627 დღის წინ

ComCom და ევროპის უნივერსიტეტი მედიაწიგნიერების მიმართულებით ითანამშრომლებენ
661 დღის წინ



